суббота, 3 октября 2009 г.

მწვანე კლასი



1.პროექტის სახელი----"მწვანე კლასი"


2.პროექტის მოკლე აღწერა
-ე.ს.გეგმა საბუნებისმეტყველო საგნებში მოითხოვს გაკვეთილების ჩატარებას ბუნებაში.ამ პროექტის მიზანია მოეწყოს ღია საკლასო ოთახი სკოლის საკმაოდ დიდ ეზოში .

3.პროექტის სრული აღწერა.

გასულ წელს მოხდა სკოლის სრული რეაბილიტაცია:გადაიხურა,ჩაირთო გათბობა,შემოვიდა ახალი ინვენტარი,მოეწყო ღია და დახურული სპორტული მოედნები,მაგრამ სამწუხაროდ ეზო არ არის კეთილმოწყობილი და მასწავლებლებს არა აქვთ საშუალება გაკვეთილები ჩაატარონ ბუნებაში(გარდა ექსკურსია-გაკვეთილებისა).
I ეტაპი-მოსწავლეები შეარჩევენ ადგილს "მწვანე კლასისათვის",ჩაატარებენ აზომვით სამუშაოებს,გააკეთებენ ნახაზებსა და ნახატებს, აგრეთვე შექმნიან პროექტის ბიუჯეტს.
II ეტაპი-დაიწყება უშუალოდ არჩეული ადგილის გასუფთავება,საჭირო საამშენებლო მასალის შემოტანა.
III ეტაპი-მოსწავლეთა მშობლების დახმარებით მოხდება ხეივნის ბოძების ჩაბეტონება და ხეივნის სრული მოწყობა(მაგიდებისა და სკამების დადგმა),შეღებვა.
IV-ეტაპი-დაიწყება ხეივნის გამწვანება,დაირგვება გლიცინიები და სხვა ხვიარა მცენარეები,(საბოლოოდ ხეივანი დაემსგავსება სურათზე ნაჩვენებს).

4.მონაწილეთა ასაკი -14-16 წელი(X-XIკლასის მოსწავლეები)

5.ვადები/ხანგრდლივოიბა-უშუალოდ "მწვანე კლასი" გაკეთდება 4-6 თვის ვადაში


6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
1)რაოდენობრივი ინფორმაციის მოპოვება,შესაბამისი საზომი ერთულების გამოყენებით რაოდენობრივი აღწერა,მონაცემთა ანალიზი
2) ინფორმაციის ნახაზისა და ნახატის საშუალებით წარმოდგენა
3)დაგეგმვა(ქმედების თანმიმდევრობის განსაზღვრა)
4)ცდებისა და დაკვირვებების ჩატარებამათი აღწერა და ანალიზი


7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:
პროექტის განხორციელების შემდეგ სკოლის ეზოში გაკეთდება ერთი კუთხე,სადაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცემათ შესაძლებლობა გაკვეთილები(კერძოდ მათემატიკის,გეოგრაფიის, ფიზიკის,ხელოვნების და დაწყებით კლასებში ბუნებისმეტყველების) ჩაატარონ ბუნებაში


8.სარგებელი სხვებისთვის:
ამ პროექტით ისარგებლებენ მათემატიკის,გეოგრაფიის, ფიზიკის,ხელოვნების და დაწყებით კლასებში ბუნებისმეტყველების მასწავლებლები.


9.სამუშაო ენა:
ქართული


10.მონაწილეები სხვა სკოლიდან
:სსიპ სამტრედიის N3 სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი მარინა ნადირაძე და X კლასის მოსწავლეები


11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ე.ს.გ.-თან კავშირი:
მასწავლებლებს მიეცემათ შესაძლებლობა მათემატიკის,გეოგრაფიის, ფიზიკის,ხელოვნების და დაწყებით კლასებში ბუნებისმეტყველების გაკვეთილები ჩაატარონ ბუნებაში

12..პროექტის ფასილიტატორი:ციური ხურცილავა

13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
ciuri63@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:

15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი;mwvaneklasi.blogspot.com